პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საქართველოს ეკლესიის პოზიციას განმარტავსოქტომბერი 2, 2018

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას განმარტავს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით, საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს სხვა, ადგილობრივი, მართლმადიდებელი ეკლესიებისგან.

მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე საქართველოს საპატრიარქომ თავისი პოზიცია განცხადებით უკვე დააფიქსირა.

„ის ფაქტი, რომ მსოფლიო საპატრიარქოს სურს მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის ეკლესიას, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ამის შესახებ ცნობილია თქვენთვისაც, ჩვენთვისაც და მთელი მოსახლეობისთვისაც ის დაპირისპირება რაც არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის. ამაზე გაკეთდა უაღესად კვალიფიციური განცხადება საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან და ჩვენ, ყველა ვუერთდებით პატრიარქის ამ განცხადებას, რომ ვიდრე კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებულად არ იქნება ახსნილი, თუ ვის ანიჭებენ ავტოკეფალიას, როგორ ანიჭებენ, რა ვითარებაში მოხდება ეს და სანამ ამას წინ არ უძღვის კონსულტაციები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების, იერარქების, პატრიარქების და ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად ცნობილი არ იქნება, რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია, საქართველოს პატრიარქს და წმინდა სინოდს არ შეუძლია. მას შემდეგ, რაც ეს გაცხადდება, აიხსნება საეკლესიო კანონიკური ნორმების დაცვით და ამის საფუძველზე მიღებული მცდელობა მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის იქნება გაცნობიერებული, თუ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას თავის პოზიცია ექნება”,- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.