პატრიარქი კირილი უკრაინის საკითხზე ყველა ადგილობრივ ეკლესიას წერილობით მიმართავსოქტომბერი 3, 2018

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს წეროლობით მიმართავს და უკრაინაში საეკლესიო ვითარებაზე ინფორმაციას აწვდის. პატრიარქი კირილი გამოდის ინიციატივით, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ საყოველთაო მართლმადიდებლური განხილვა დაიწყოს. ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეზე, დეკანოზ ნიკოლაი ბალაშოვზე დაყრდნობით იუწყება.

„წერილში გადმოცემულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ე.წ. უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ და შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედებებმა შეიძლება გმოიწვიოს მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. მასში ასევე, გამოთქმულია წინადადება, საყოველთაო მართლმადიდებლური განხილვის დაწყებაზე შექმნილი ვითარების შესახებ“ – განაცხადა სასულიერო პირმა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი წინადადებით, მანამდე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი გამოვიდა.