9 ოქტომბერს მახათას მთაზე პატრიარქი ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდისოქტომბერი 7, 2018

9 ოქტომბერს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია აღევლინება. 12:00 საათზე კი პატრიარქი ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის.

ამასთან, როგოც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, მომავალ კვირას სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით შაბათს, საღამოს, 17:00 საათზე სვეტიცხოველში საღამოს ლოცვა დაიწყება, ხოლო კვირას 10:00 საათზე საღმრთო ლიტურგია შესრულდება.

IPN.GE