მსოფლიო საპატრიარქოს წმ. სინოდის განჩინება უკრაინის ეკლესიის შესახებოქტომბერი 11, 2018

უკრაინული მედია მოსფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

„მისი უწმინდესობის, მოსფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 9-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით შეიკრიბა წმინდა სინოდი.

წმინდა სინოდმა სრულად და ხანგრძლივად განიხილა უკრაინაში უკრაინის საეკლესიო საქმე პატრიარქის ეგზარქების მისი უწმინდესობის პამფილიის არქიეპისკოპოსის დანიელის და ედმონტონის ეპისკოპოსის ილარიონის  თანდასწრებით და ფართო განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება:

  • დადასტურდეს უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო შეუდგეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.
  • აღდგეს დღეისთვის კიევში არსებული მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი სტაუროპიგია, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა. (სტაუროპიგიასტატუსი, რომელიც ენიჭება მართლმადიდებლურ მონასტრებს, ლავრებს და საძმოებს, ასევე ტაძრებსა და სასულიერო სკოლებს, რომლებიც მათ ადგილობრივი საეპარქიო ხელისფლებისგან დამოუკიდებლებს ხდის და აქვემდებარებს უშუალოდ პატრიარქს ან სინოდს – რედ. )
  • მივიღოთ და განვიხილოთ აპელაციის შესახებ ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩის და მათი მიმდევრების თხოვნა, რომლებიც აღმოჩნდნენ სქიზმაში არა დოგმატური მიზეზებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური პრეროგატივების შესაბამისად მიღებული იყოს ასეთი მიმართვები იერარქებისგან და სხვა მღვდელმსახურებისგან ყველა ავტოკეფალური ეკლესიებიდან. ამგვარად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგნენ თავის საეპისკოპოსო ან სამღვდელო პატივში, ასევე აღდგა მათივე ერთგული ადამიანების ურთიერთობა ეკლესიასთან.
  • გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის ვალდებულება, რომელიც გაიცა იმ დროისთვის არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც იკონომიით მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას, ხელი დაესხა უკრაინის მიტროპოლიტისთვის, რომელიც აირჩეოდა სასულიერო პირთა და მისი ეპარქიის მორწმუნეთა კრებაზე, რომელსაც უნდა მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი როგორც პირველიერარქი ყველა ღმრთისმსახურების დროს, ეღიარებინა და დაედასტურებინა თავისი კანონიკური დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიისადმი.
  • მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ქონების მიტაცებისგან, ასევე სხვა ძალისმიერი ქმედებებისგან და შურისძიებისგან, რათა გაიმარჯვოს ქრისტეს სიყვარულმა და მშვიდობამ.