პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობაზეოქტომბერი 14, 2018

“დღეს არის ჩვენი უდიდესი ეროვნული დღესასწაული – სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს და როგორც ტყუპი ძმები, ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას კარგი და მძიმე. დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტისა ცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოსი. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, რომ ადამიანმა, ქართველმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინება. მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის კურთხევა ხდებიდა სვეტიცხოველში, პატრიარქების და ეპისკოპოსების კურთხევა.

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებული ადგილია. ქრისტეშობამდე ექვსი საუკუნით ადრე იყო ჩამოტანილი ჯვარი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. შემთხვევით არ არის, რომ აქ იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს. ბედნიერები ვართ რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ჩვენთან არის პრემიერ-მინისტრი საქართველოსი, მერი თბილისისა და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დღესასწაულს”, – განაცხადა პატრიარქმა.