პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის გადადგომის შესახებ თეოლოგების პროგნოზს პასუხობსოქტომბერი 14, 2018

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე თეოლოგების ნაწილის პროგნოზს ეხმაურება, რომელთა პროგნოზითაც, დღეს, სვეტიცხოველში ქადაგების შემდეგ, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე უნდა გადამდგარიყო, რადგან მათი აზრით, ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება.

“ტყუილია და არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება,” – განაცხადა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.

„ტყუილია და არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს პატრიარქს აქვს უდიდესი დამსახურება, არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე და ამ პიროვნებას აქვს უდიდესი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია და დაუშვებელია ასეთი ყოველგვარ საეკლესიო კანონმდებლობას, ყოველგვარ კანონიკურ ნორმებს მოკლებული განცხადებები, რომ ვინმეს შეიძლება უპირებდეს პატრიარქს გადაყენებას. ეს არის წარმოუდგენელი. ამაზე კითხვის დასმაც კი არ შეიძლება,“ – განაცხადა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.