საქველმოქმედო ფონდი “ხიდისთავის მოწყალე სამარიტელი” ტაძრების მშენებლობაში მოსახლეობის დახმარებას ითხოვსოქტომბერი 15, 2018

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, 2010 წელს შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი ,,ხიდისთავის მოწყალე სამარიტელი’’. ს/კ 441993096 ა/ნ GE95VT4300000000043608.

ფონდის დირექტორი ეკატერინე გოგიბერიძე ამბობს, რომ 2010 წლიდან ფონდმა გაიარა გოგლგოთის გზა და ამ გზის გავლის შეფასებით, უწმინდესისაგან ისევ მიიღეს ლოცვა-კურთხევა.

,,რაც აქამდე მიგიღიათ იმაზე ასჯერ მეტს მიიღებთო’’. ამის შემდგომ მოგვეცა ღვთისაგან ნება და ფონდმა მიიღო საქველმოქმედო სტატუსი. სტატუსის მონიჭებისას, გაითვალისწინეს ფონდის მიერ წარდგენილი საქმეები და მათ შორის  ყველაზე უპირატესი ის, რომ ფონდის წევრებზე იყო უწმინდესისგან კურთხევა, მათ აღასრულეს მისი სიტყვა, რისთვისაც ვუხდით მადლობას და ასევე ღვთისაგან მიიღბენ დალოცვას, რადგან ეკლესიის სწავლებით, და უწმინდესის ქადაგებიდანაც ვიცით, რომ კურთხევის აღსრულებას მოაქვს უდიდესი სასწაულები, ეს სასწაულები ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს” – ამბობს ფონდის დირექტორი.

ეკატერინე გოგიბერიძის თქმით, ეკლესიის მიერ აქვს კურთხევა, სრულიად საქართველოს და ასევე საზღვრებს გარეთ მყოფთ ამცნოს მომხდარი სასწაულის შესახებ ფონდის დამფუძნებლის მეუღლის თეიმურაზ(თემური) ფირანიშვილის შესახებ, რომელმაც ფონდის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

“ის ცხოვრობდა იმ წესით, რასაც ეკლესია გვასწავლის – გიყვარდეს მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი. სახარებიდან ვიცით, თუ ადამიანი ამ მცნებას აღასრულებს, ის აღასრულებს ყველა მცნებას. ამისთვის თეიმურაზმა მიიღო უდიდესი ჯილდო, რაც კი შეიძლება ადამიანმა მიიღოს მიწიერი ცხოვრებიდან. ეკლესიამ თეიმურაზ ფირანიშვილს ავადმყოფობის პერიოდში შესთავაზა – მისი სურვილის შემთხვევაში, ბერად აღკვეცდნენ. ის დათანხმდა აღკვეცეს ბერობის უმაღლეს ხარისხში – სქემმონაზონი თევდორეს სახელით. წმინდა მღვდელი კველთელის სახელი უწოდეს. შემთხვევით ხომ არაფერი არც აქ მოხდა – წმინდა თევდორე შეეწირა მოყვასისა და საქართველოს გადარჩენას. ყველაზე დიდი სასწაული ის იყო, რომ აღკვეციდან ბერი თევდორე(თეიმურაზ ფირანიშვილი) მეორე დღეს გარდაიცვალა. აღკვეციდან ხუთი დღის განმავლობაში მონაზვნები ანგელოზებრივ ხარისხში იმყოფებიან და როცა ამ დროს გარდაიცვლება ხდება ღირსი სასუფეველისა, ცხონებისა და ის გახდა ღირსი იმისა, რაც უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანის მიზანი, რათა ვცხონდეთ და ეს ცხონება გახდა არა დაფარული არამედ ყველასთვის ხილული. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება აღსრულდეს ის სასწაულები, რაც კურთხევის აღსრულებას მოაქვს. ჩვენ დავრწმუნდით უწმინდესის ქადაგებით” ამბობს ეკატერინე გოგიბერიძე.

ფონდმა გადაარჩინა ასეულობით ადამიანი სულიერი, თუ ფიზიკური თვალსაზრისით. ამჟამად ფონდი აშენებს ორ ტაძარს – ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში წმინდა გიორგის სახელზე და თემქის დასახლებაზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს. უწმინდესის კურთხევით, ვინც მიიღებს მშენებლობაში მონაწილეობას, მათი და მათი ოჯახის წევრების ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელები სამუდამოდ იქნება მოხსენიებული.

“ასევე შეიქმნა წიგნი შემომწირველებისათვის და იმ სასწაულებისთვის, რაც ჩვენ მივიღეთ და რასაც მომავალში მიიღებენ და გახდებიან ჩვენი ფონდის შემომწირველები. ფონდს ამ წიგნისთვის უკვე უამრავი მასალა დაუგროვდა, ფონდის ხელმძღვანელის წინამძღვრობით და სქემმონაზონი თევდორეს ლოცვით მიღებული, ფონდმა მონათლა უამრავი ადამიანი და ასევე აზიარა ქრისტეს ხორცსა და სისხლს, უამრავი ადამიანს დაეხმარა განკურნებაში უმძიმესი ავადმყოფობისაგან, დაეხმარა უშვილო ოჯახებსაც, დაიბრუნეს დაკარგული სახლი და ქონება, მიიღეს სამსახურები, ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ. გვაქვს ასევე უამრავი სასწაული, რომელთა შესახებ შემდეგში გახდება თქვენთვის ცნობილი. ეს ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა და რაც მოხდება ამ ფონდის შრომის შედეგად, ჩაიწერება როგორც XXI საუკუნის საქმეები.

სახარებიდან ვიცით, რომ კეთილმა სამარიტელმა ბოლომდე როგორ უპატრონა გაჭირვებაში მყოფს და ეს სახელი – “მოწყალე სამარიტელი” ალბათ, უფალმა ჩვენ გამოგვიგზავნა საჩუქრად.

მოგმართავთ თხოვნით საჯარო სამსახურებს, შპს ორგანიზაციებს, საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც იცნობდა თეიმურაზს (თემურ) ფირანიშვილს, ყველა, თავისი შეძლების მიხედვით, შემოუერთდეს ფონდს და ერთად აღვასრულოთ ის წმინდა საქმე, რასაც ეს ფონდი აღასრულებს და მივიღოთ ის დიდი სიხარული, რაც უკვე ჩვენ მივიღეთ ეს გარდაუვალია, რადგან დრომ უკვე გვიჩვენა რაც აქამდე მოხდა.

ბიზნესმენებს აქვთ სახელმწიფოსაგან ნება მიცემული 98ა მუხლით, რომლის თანახმადაც, მათი მონაგების 10%ის გადარიცხვა არ იბეგრება, რათა შეეწიონ მათ ვინც ღვთისაგან ნაკურთხ საქმეებს აღასრულებენ” – ამბობს ფონდის დირექტორი ეკატერინე გოგიბერიძე.

ეკატერინე გოგიბერიძის საკონტაქტო ნომერი: 599494544