რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან კავშირი სრულად გაწყვიტაოქტომბერი 15, 2018

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა შეუძლებლად მიჩნია კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან შემდგომი ევქარისტიული კავშირის გაგრძელება. „რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საკითხთა განყოფილების ხელძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა მინსკში გამართული სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტის შესახებ. ეს იყო იძულებით მღებული გადაწყვეტილება. სხვა გადაწყვეტილებას ჩვენი წმინდა სინოდი ვერ მიღებდა, რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლო ქმედებების მთელ ლოგიკას აქეთ მივყავდით“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

როგორც ცნობილია, ხუთშაბათს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა განხეთქილებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის საპატრიარქოს მეთაურს – ფილარეტ დენისენკოს და მთავარეპისკოპოს მაკარი მალეტიჩს,  უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, ანათემა მოუხსნა.