რუსეთის ეკლესიამ მრევლს კონსტანტინოპოლის ეკლესიებში ლოცვა აუკრძალაოქტომბერი 16, 2018

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და  რუს ტურისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიებში ლოცვა ეკრძალებათ. ეს განცხადება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების მდივანმა, იგორ იაკიმჩუკმაგააკეთა. მისი თქმით, მრევლის  წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ აკრძალვას არ დაემორჩილებიან, ვალდებულები იქნებიან, აღსარება ჩააბარონ და ცოდვა მოინანიონ.

ანალოგიურ ქმედებაში შემჩნეულ მღვდელმსახურებს კი, საეკლესიო სასჯელი ელით. კერძოდ, მათ დროებით ან სამუდამოდ აუკრძალავენ ღვთისმსახურებას, ან ეკლესიიდან განკვეთენ.

იმ ტაძრებს შორის, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ლოცვა აკრძალული იქნება, არის მართლმადიდებლური ეკლესიები სტამბოლში და ერთი ტაძარი ანტალიაში. აკრძალვა ასევე შეეხება რამდენიმე ეკლესიას კრეტაზე, დოდეკანისზე (მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 12 კუნძული), როდოსსა და ათონის მთაზე.

შეგახსენებთ, რუსეთის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის სრულად გაწყვეტის თაობაზე.

1tv.ge