მართლმადიდებლური ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი” დაიწყოოქტომბერი 18, 2018

18-22 ოქტომბერს, კინოსა და თეატრის კინოს მუზეუმში, აღმაშენებლის #40, ტარდება მართლმადიდებლური ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი”.

ამჯერად, საკონკურსოდ წარმოდგენილია ქართველი და პოლონელი კინოხელოვანების, ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები, დოკუმენტური ფილმები და სატელევიზიო გადაცემები. დასწრება თავისუფალია.

კომპეტენტური ჟიური და ფესტივალის ორგანიზატორები გამარჯვებულ ავტორებს 22 ოქტომბერს გამოავლენენ. სწორედ ფესტივალის დახურვის წინ გაიმართება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

ასოციაცია “მეოხი”, რომელიც 2006 წლიდან ატარებს ამ ფესტივალს, მიზნად ისახავს, პატრიარქის კურთხევის საფუძველზე, გამარჯვებული ფილმების ჩვენება გამართოს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში არსებულ ქართულ ეპარქიებში. საკონტაქტო პირი : ჟურნალისტი ნინო ცხოიძე- 599509121; 570501156