ფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი” გრძელდება – დღე მეორეოქტომბერი 19, 2018

საერთაშორისო ფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი”, რომელიც 2006 წლიდან საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება, 18 ოქტომბერს ფესტივალის დამაარსებელი სტიდია ” მეოხის” დირექტორის, გიორგი გელაშვილის მიერ სხვადას დროს გადაღებული უნიკალური ფოტოების ვიდეოკოლაჟით გაიხსნა.

კადრებში გაცოცხლდნენ კინოს,თეატრის,თუ სხვა სფეროს მსოფლიო ლეგენდები. ამით გიორგი გელაშვილმა თავისი 50 წლის იუბილე აღნიშნა. ამის შემდეგ დაიწყო საკონკურსო ფილმების ჩვენება. მაყურებელმა ნახა ნინო ხოფერიასა და ზვიად მიქელაძის 5 ნაწილიანი ფილმი – “მარადიული აწმყო”, რომელიც საქართველოს პატრიარქის ცხოვრებას ეხება. მაყურებელმა დიდი კმაყოფილება გამოთქვა ამ ემოციური ფილმის ნახვის შემდეგ. საინტერესო გამოდგა, ასევე, თამარ გიორგაძის ფილმი ” ჯვრის მამა”.

19 ოქტომბერს, კინოს ისტორიის მუზეუმის დარბაზი მაყურებლის სიჭარბე ვერ დაიტია. ერთმანეთის მიყოლებით უჩვენეს დეკანოზ იოანე ჩიგოგიძის სამი ფილმი:”ღვთისმშობლის შესმენილი ლოცვა”, “ლანჩანო”, ” კეფალონია”; თემურ ალიხანაშვილის ჩანახატი ” წერილი”, “ტაო”, რომლის ავტორი მარინე კოლხიდაშვილია; საბერძნეთის ემიგრაციიდან დაბრუნებული რეჟისორის, მუხრან სხვედიანის “დიდაბ-დიდება” და დოკუმენტური ფილმი “აკაკი შანიძე”- ავტორები ნინო გელოვანი, ირაკლი სოლომონაშვილი.

ფესტივალი 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.