ფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი” დღეს დასრულდებაოქტომბერი 22, 2018

დღეს, 18 საათზე, კინოს ისტორიის მუზეუმში ( აღმაშენებლის გამზირი #40), გაიმართება მე-13 საერთაშორისო ფესტივალის “წმინდა ანდრიას ჯვარი” დასკვნითი საღამო.

ფესტივალი 18 ოქტომბერს გაიხსნა და ყოველ დღე რამდენიმე ფილმი იხილა მაყურებელმა. წარმოდგენილი იყო 15-ზე მეტი ქართველი ავტორის და 1 პოლონელი რეჟისორის ნამუშევრები,დოკუმდენტური და სტუდენტური ფილმები და სატელევიზიო გადაცემები.

დღეს, ჟიურის მიერ გამარჯვებულ ფილმების გამოცხადებამდე, მაყურებელი კიდევ 4 საკონკურსო ფილმს იხილავს. ბოლოს კი გაიმართება ჟიურისა და საორგანიზაციო კომიტეტის მიერგამოვლენილი გამარჯვებული ავტორების დაჯილდოვება.

ფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი” 2006 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება. მისი ორგანიზატორია ასოციაცია და სტუდია “მეოხი”. საკონტაქტო პირი: ნინო ცხოიძე- 599509121, 570501156

 

დღეს, ფესტივალის დასკვნით დღეს  ნაჩვენები იქნება სპარტაკ ფარჯიანის ფილმი “დედათა მონასტერი”, რის შემდეგაც, სტუდია ” მეოხი” დააჯილდოვებს ფილმში ნაჩვენები მონასტრის ხუროთმოძღვარს.

დღესვე პროგრამაშია ვალერი ელიზბარაშვილის ნამუშევარი “მეორე მე”; თამარ თაგვაძისა და ლევან ქიქავას ” ალავერდი” და რეჟისორ გიკა ჭელიძის ფილმი “მრავალშვილიანი დედები იერუსალიმში”.

ჟიურის შემადგენლობაში არიან კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი მარინე კერესელიძე, კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი და ბალტიისპირეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მამა იოსებ ზეთეიშვილი.