პატრიარქთა შეხვედრის შემდეგ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენნოემბერი 2, 2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას მარიხუანას კულტივაციის შესახებ და ითქვა, რომ, ეკლესიისა და საზოგადოების რეაქციის გათვალისწინებით, ამ ინიციატივას ხელისუფლება პარლამენტიდან გაიწვევს, რის გამოც საქართველოს საპატრიარქოც გამოხატავს კმაყოფილებას.

სასიხარულოა, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი, პარლამენტიდან იქნება გაწვეული, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, კარგია, რომ ხელისუფლება საზოგადოების აზრს ითვალისწინებს.

რაც შეეხება რეგულაციების ნაწილს, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ.

„არასახარბიელო გარემო შეიქმნა იმის გამო, რომ არის ვაკუუმი. ჩვენ უნდა ვუსმინოთ იურისტებს. თუმცა მთავარი ამოსავალია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზიანდეს ნარკოტიკებით“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზ ანდრიას განცხადებით, დაიწყო მსჯელობა, იყოს გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები, რომ უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ საატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას ჩაერთოს მეტი მოსამართლე ვიდრე დღესაა.

„საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების მიღებისას მსჯელობა დავიწყეთ, რომ იყოს გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები, რომ უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებას. ანუ შეიზღუდოს შესაძლებლობა, რომ ორმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება.

შესაძლებელია, რომ კოლეგია მოსამართლეების შეგებოდეს მრავალრიცხოვანი მოსამართლეებისგან”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.