მსოფლიო საპატრიარქო – რუსეთის ეკლესიამ, შესაძლოა, დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი დაკარგოსნოემბერი 2, 2018

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, შესაძლოა, დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი დაკარგოს – ამას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში არ გამორიცხავენ.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლმა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში, მთავარეპისკოპოსმა იობმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელი ეკლესიების ავტოკეფალური სტატუსები არ დამტკიცებულა მსოფლიო კრებების მიერ, არამედ სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მიანიჭა მათ დამოუკიდებლობის სტატუსი.

მისი თქმით, თუკი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ჩათვლის საჭიროდ, შეუძლია კიდეც შეცვალოს ეს სტატუსი.

„ბი-ბი-სის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში მღვდელმთრავარმა განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არ სურს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ, თუკი ასეთი ვითარება დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, მიიღება გარკვეული გადაწყვეტილებები ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად.

ცნობილია, რომ რუსეთის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაწყვიტა, რაც მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უკავშირდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ.