პატრიარქმა მრევლს მე-14 კანონის წაკითხვისა და ლოცვის აუცილებლობა შეახსენანოემბერი 4, 2018

ჩვენთან არს ღმერთი! ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული. ვილოცოთ, რომ მშვიდობა იყოს საქართველოში და მსოფლიოში – ამის შესახებ დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პატრიარქმა დღეს, ის სამღვდელოება დააჯილდოვა, რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობენ. ასევე, დალოცა რამდენიმე გვარი.

“ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს გვარებში.

ამასთან გთხოვეთ, რომ ფსალმუნის 14-ე კანონი ვიკითხოთ და ვილოცოთ. არ დაგავიწყდეთ, ეს ძალიან ძლიერი ფსალმუნებია. დალოცვილები და გახარებულები იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!” – ბრძანა პატრიარქმა.