კახა კალაძე პატრიარქის ინიციატივას “საინტერესოს” უწოდებსნოემბერი 11, 2018

თბილისის მერი კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დღეს გაჟღერებულ ინციატივას – მეტეხის ხიდთან ასი ათასი მოწამის სახელობის ხეივნის, ან ტაძრის აშენების შესახებ, საინტერესოს უწოდებს.
კალაძის განცხადებით, პატრიარქის სიტყვები მისთვის ბევრს ნიშნავს.

“მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს ქალაქისა და თბილისელებისთვის ამ მიმართულებით”, – განუცხადა ჟურნალისტებსდედაქალაქის მერმა.

მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მერი ამ ინიციატივას გაითვალისწინებს.