“IMEDINEWS”: უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი, სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის დასრულდებანოემბერი 11, 2018

ამ დრომდე უკრაინაში მოქმედებდა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული – კიევის საპატრიარქო და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. სწორედ ეს ორი უკანასკნელი და მათი ხელმძღვანელები, მაკარი მალეტიჩი და ფილარეტ დენისენკო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ კანონიკურ სტატუსში დააბრუნა.

ახალი, გაერთიანებული, ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქი უკრაინაში ამ სამი ეკლესიის ეპისკოპოსების შეკრებაზე უნდა აირჩიონ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკარი მალეტიჩმა პატრიარქად საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი კონსტანტინოპოლში გაგზავნა ფილარეტმაც და პატრიარქის ტახტზე მსოფლიო პატრიარქს არა საკუთარი კანდიდატურა, არამედ საკუთარი მოსაყდრე, მიტროპოლიტი ეპიფანე წარუდგინა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში სინოდის სხდომა ამ დღეებში უნდა გაიმართოს, სწორედ ამის შემდეგ უნდა გასაჯაროვდეს ფილარეტის წერილი.

ამის შემდეგ უკრაინული სასულიერო სამყარო აირჩევს პირს, რომელიც კონსტანტინოპოლისგან ავტოკეფალიის ტომოსს ჩაიბარებს და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქი გახდება. სასულიერო წრეებში ვარაუდობენ, რომ ეს დიდი შეკრება კიევში, სავარაუდოდ, 21-22 ნოემბერს გაიმართება და ამით უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დასრულდება.

imedinews.ge