სვეტიცხოვლის საძმო – ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო მლოცველები ტაძრიდან არ გამოუყრიათნოემბერი 11, 2018

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის საძმო “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც უარყოფს დღეს მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მუსიკოს ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის დროს მლოცველები ტაძრიდან გაყარეს. 

“11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები.
ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს.
სვეტიცხოველის საძმო.” – აღნიშნაულია განცხადებაში.