პეტრე კოლხი – რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონებანოემბერი 13, 2018

სვეტიცხოვლის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (კოლხი) “ფეისბუქის” პირად გვერდზე ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის დროს, მომლოცველთა ტაძარში შეფერხების საკითხს ეხმაურება და წერს, რომ ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან.

“თუ ტაძარში შესვლა ფერხდებოდა, ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან…
სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება…
არავის მხარეს არ წარმოვადგენ, მაგრამ არ მიყვარს ტენდენციურობა…
უფლის წინაშე ყველა თანაბარია. მისთვის არ არსებობს მდიდარი, ღარიბი, მოხუცი, ახალგაზრდა…
დიახ, არ მომწონს, რომ შეძლებულები პრივილეგიებით სარგებლობენ… განსაკუთრებით არ მომწონს, ჯვრისწერის პოლიტიზირება… 
ისიც არ მომწონდა, სამების საკათედრო ტაძრის გახსნის დღეს, ქარში და წვიმაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრალო მრევლი არ შეუშვა, საშვით ხდება დაშვებაო… მაშინ რატომ არავის აწუხებდა, მორწმუნე ხალხის ტაძრის გარეთ გაყინულ-გაფიჩხულ მდგომარეობაში ყოფნა?!
ბარემ ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ!..” – წერს მამა პეტრე.