პატრიარქმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადანოემბერი 13, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებას აღნიშნვს. ტრადიციულად, ამ დღეს მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.

საქართველო გადარჩება, საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე 100 000 ქართველი მოწამის სადღესასწაულო პარაკლისის დაწყებამდე. უწმინდესმა მეტეხის ხიდზე შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და განაცხადა, რომ დგანან წმინდა მიწაზე, სადაც 100 000 მოწამის სისხლია დაღვრილი.

„ქართველებო, ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილზე, წმინდა მიწაზე. ჩვენ ვდგავართ 100 000 ქართველის სისხლზე. შევთხოვთ უფალს, რომ 100 000 მოწამის ლოცვებით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება, საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“, – ბრძანა პატრიარქმა.