უკრაინის ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტანოემბერი 13, 2018

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

„მხედველობაში ვიღებთ კონსტანტინოპოლის პატრიარქის დესტრუქციულ ქმედებებს და მის მიერ კანონიკური სამართლის უხეშ დარღვევევბს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები წყვეტენ ევქარისტიულ კავშირს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმსახურებთან, საერო პირნი კი – საიდუმლოებებში მონაწილეობას, რომლებიც სრულდება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ტაძრებში“ – აღნიშნულია სინოდის განცხადებაში.

სინოდის სხდომის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსთა კრებამ განაცხადა, რომ მორწმუნეებმა არაერთხელ მიმართეს მსოფლიო საპატრიარქოს თხოვნით, არ დააკანონოს განხეთქილება ავტოკეფალიის შექმნის მიზეზით, მაგრამ მათი თხოვნა არ შეისმინეს.

ამასთან, ეპისკოპოსთა საბჭომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან დიალოგის გამართვისკენ  მოუწოდა, რათა გადაწყდეს უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული სადავო საკითხის.