არქიმანდრიტი ბართლომე – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დამნაშავეები არიანნოემბერი 14, 2018

თბილისის თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან დამნაშავეები კაცობრიობისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის წინაშე. მათ გაწირეს თაობის გარკვეული ნაწილი.

ეს განცხადება სასულიერო პირმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთა.

„რაც შეხება ნარკომანიას, მასთან ირიბი თუ პირდაპირი შეხება მქონდა იმ კუთხით, რომ ჩვენს მონასტერში წლების მანძილზე არსებობდა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩვენ ვიღებდით წამალდამოკიდებულ ადამიანებს. ვთავზობდით რეაბილიტაციას, ფსიქოლოგის ჩართულობას , ჩვენს დახმარებას. მაშინაც მოდიოდნენ მარიხუანას მწეველები , სავალალო მდგომარეობა ჰქონდათ. კი ამბობენ, რომ მარიხუანა ადამიანს არ ვნებს , მაგრამ ერთ ადამიანსაც თუ ვნებს და ის, შეიძლება შიზოფრენიამდე მიიყვანოს, ასეთი ბვრია. დღევანდელ დღეს უბედურება ის არის, რომ ძალიან დიდი ნაწილი ეწევა უკვე, რადგან თავისუფლება გამოცხადდა ამ კუთხით.
ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან დამნაშავეები კაცობრიობის წინაშე, ახალგაზრდა თაობის წინაშე. მათ გაწირეს თაობის გარკვეული ნაწილი. ბევრი ადამიანი მოდის დღესაც, კვირაში 3-4 ადამიანი მოდის, რომელიც არის მწეველი, აქედან ახალგაზრდები, რომლებსაც მხოლოდ ფსიქიტრისკენ ვაძლევთ მიმართულებას. ეს არის სავალალო.
ჩვენი საზოგადოება თუნდაც იმ კულტივაციისთვის, რომლიც მედიცინაში უნდა გამოიყენებოდეს, არ არის მზად. გარკვეული პერიოდი ვერც მოემზადება“- განაცხადა არქიმანდრიტმა.