პატრიარქი – ღმერთმა ინებოს, არჩევნები მშვიდობით ჩატარდესნოემბერი 18, 2018

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დრევანდელი წირვის შემდეგ, საკვირაო ქადაგებისას ისურვა, რომ ღმერთმა ინებოს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს.

“ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიასა და ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს, რომ ის არჩევნები, რომელიც მომავალში უნდა იყოს საქართველოში, პრეზიდენტის არჩევნები, მშვიდობით ჩატარდეს. ღმერთი მოწყალეა”, – ბრძანა უწმიდნესმა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერსაა დანიშნული.