რომის პაპმა სამი ათას ღატაკთან ერთად იტრაპეზანოემბერი 18, 2018

რომის პაპმა, კვირას, ღატაკთა საერთაშორისო დღეს, სადღესასწაულო მესის შემდეგ, ვატიკანში 3 ათასამდე ღარიბ ადამიანთან ერთად იტრაპეზა. ქადაგებისას, პაპმა ფრანცისკემ, მორწმუნეებს მოუწოდა, შეისმინონ „ღატაკების ხმა“ თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო ხმამაღლა ისმის.

„ღატაკთა ხმა – ეს არის ბავშვების ხმა, რომლებსაც არ შეუძლიათ დაიბადონ ამ ქვეყნად, პატარების, რომლებიც შიმშილით იტანჯებიან, ბავშვების, რომლებიც მიეჩვივნენ ბომბების გრუხუნს და არა სათამაშოების ხმაურს. ეს არის მარტოობაში დარჩენილი და მიტოვებული მოხუცების ხმა. ეს არის მათი ხმა, რომლებიც იძულებულები არიან გაიქცნენ, დატოვონ სახლი და მიწა ისე, რომ არ არიან დარწმუნებულები, იპოვნიან თუ არა ნავმისადგომს. ეს ხმა არის იმ ხალხის, რომლებიც ჩამოაცილეს უზარმაზარ ბუნებრივ რესურსებს, რომლებსაც ისინი ფლობდნენ“ – განაცხადა პონტიფიკოსმა.

მისივე თქმით, აურაცხელი გაჭირვებული ადამიანის ხმა მაშინ ისმის, როდესაც მცირეოდენი რაოდენობა მდიდრებისა იყენებენ იმას, რაც სამართლიანობის მიხედვით ყველას ეკუთვნის.

„უსამართლობა – ეს საშინელი ფესვია სიღარიბისა. გჭირვებულთა ხმა დღითიდღე ძლიერდება, მაგრამ მათი ხმა სულ უფრო ნაკლებად ისმის, რადგან მათ ხმას ცოტაოდენი მდიდრის ხმა ფარავს, რომლებიც სულ უფრო ცოტანი და სულ უფრო მეტად მდიდრები არიან“ – განაცხადა რომის პაპმა.