23 ნოემბერს მრევლს სამების ტაძარში საშუალება ექნება წმ. გიორგის წმინდა ნაწილს მიეახლოსნოემბერი 21, 2018

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელ მრევლს საშუალება ექნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილსა და მადლის ქვას მიეახლოს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნაული:

“გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო წირვა, – 10:00 საათზე.
წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.