პატრიარქის კურთხევაა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონნოემბერი 25, 2018

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ყველა ადამიანმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანემ საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება.

დღესვე, პატრიარქმა ქადაგებისას, რომლის დროსაც გვარები დალოცა, ბრძანა: ვაკეთოთ მოწყალება, სიკეთე, ეს სიკეთე მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში.

“დღეს არის იოანე მოწყალის ხსენება. ვაკეთოთ მოწყალება, სიკეთე, ეს სიკეთე მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. დღეს ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს, ეს არის ხუციშვილები და შოშიაშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა თქვენ და სრულიად საქართველოს”,- ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.