ანკარაში ქართველი მრევლისთვის პირველი პარაკლისი შესრულდანოემბერი 27, 2018

ანკარაში ქართველი მრევლისთვის პირველი პარაკლისი აღევლინა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვეგვერდის ინფორმაციით, 25 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ანკარაში, საქართველოს საელჩოს შენობაში, იღუმენმა მიქაელმა (ბრეგვაძე) სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. მსახურებას საელჩოს თანამშრომლები და ანკარაში მყოფი ქართველები დაესწრნენ.

“შევნიშნავთ, რომ ჩვენი მრევლისთვის სტამბულში მსოფლიო საპატრიარქოს თანხმობით, უკვე წლებია, პერიოდულად ტარდება წირვა-ლოცვა და ვიმედოვნებთ, ანკარაშიც მსგავსი მდგომარეობა იქნება. აქ პირველი წირვა მომავალი წლის 3 თებერლისთვის არის დაგეგმილი” – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.