რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი არჩევნებისთვის პარაკლისი გადაიხადანოემბერი 27, 2018

რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), რუსთავის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, თავისუფლების მოედანზე, ერის მშვიდობის, კეთილდღეობისა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მშვიდობით ჩატარებისთვის, პარაკლისი გადაიხადა.

„ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის, დღევანდელი დღისათვის, მომავალი ხვალინდელი დღისათვის, რომ მშვიდობა, ერთობა და კეთილდღეობა გვქონდეს. არჩევნების წინ, პარაკლისის გადახდა, ეს უკვე ტრადიციად იქცა. ცოტა ემოციური ხალხი ვართ და ზედმეტად ემოციურად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს, რომ არ გადაიზარდოს ეს ემოციები არასასურველ დაპირისპირებაში, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ მშვიდობას, წყალობას და ერთობას, ერის კეთილდღეობისა და ჩვენი წარმატებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ხვალინდელი დღე მშვიდობით ყოფილიყოს, რომ ერმა აირჩიოს უკეთესი ვინც მიაჩნია, სინდისისა და ნამუსის კარნახით“, – განაცხადა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ.