პატრიარქი აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდანოემბერი 30, 2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული ელჩი, როს უილსონი მიიღო. ამერიკელ დიპლომატთან ერთად საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს. ამის შესახებ საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი იუწყება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

თავის მხრივ, როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ელჩმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის შესახებ და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცის ფონზე, მნიშვნელოვანია,  ქრისტიანული ღირებულებების და ოჯახის სიმტკიცის დაცვა და კმაყოფილებით აღნიშნა ამ კუთხით პრეზიდენტ ტრაპმის დამოკიდებულებაზე.

ელჩის განცხადებით, იცნობს საქართველოს და უყვარს ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 25 წლის ასაკში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მანვე დასძინა, რომ აშშ ძალზედ დაინტერესებულია, რაიმე ზიანი არ მიადგეს  საქართველოს მოსახლეობის სულიერი ღირებულებების დაცვას და რომ ოჯახის სიმტკიცისთვის ზრუნვა მათთვისაც მნიშვნელოვანია.

შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა როს უილსონს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.