ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებადეკემბერი 4, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღსასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.

სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.