საპატრიარქო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გულსატკენს უწოდებსდეკემბერი 11, 2018

საქართველოს საპატრიარქო 7 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

„დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა “, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საპატრიარქოს ცნობით, მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოში ამ თემაზე კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები.

“კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც (გაეროს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სესია, 2012 წ.) არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რაც დღეს,

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. იგი პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური დატვირთვის მქონეა და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერ აწარმოებ და ვერ შექმნი. დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა. კონფერენციამ შეიმუშავა მიმართვა ხელისუფლებისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.