საპატრიარქო – პატრიარქის სახელით სკოლებში და დაწესებულებებში ლიტერატურის გამსაღებლები თვითნებურად მოქმედებენდეკემბერი 11, 2018

საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სახელით, სკოლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში გარკვეული პირების მიერ ლიტერატურის შეთავაზების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ პირებს, ვინც ამ ლიტერატურის პატრიარქის სახელით შეძენას სთავაზობს, საპატრიარქოსთან შეხება არ აქვთ და თვითნებურად მოქმედებენ.

“როგორც შევიტყვეთ, ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უკავშირდებიან ცალკეული პირები და სთავაზობენ გარკვეული ლიტერატურის შეძენას კათოლიკოს-პატრიარქის სახელით.

აღნიშნული საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და ამის ჩამდენნი მოქმედებენ თვითნებურად” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.