უკრაინა ეკლესიის ახალ მეთაურს ირჩევსდეკემბერი 14, 2018

15 დეკემბერს კიევში, ე.წ. გამაერთიანებელი კრება გაიმართება, რომელზეც უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურს აირჩევენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

მთავარ პრეტენდენტებს შორის არიან პატრიარქის მონაცვლე ეპიფანე, ლუცკის და ვოლინის მიტროპოლიტი მიქაელი და კიევის საპატრიარქოს მეთაური ფილარეტი.

კრება კიევის სოფიის ტაძარში გაიმართება, რომელზეც მსოფლიო პატრიარქის ეგიდით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა იგეგმება.

კრებას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი უხელმძღვანელებს.

კრებას, სავარაუდოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სამი, ან ოთხი მღვდელმთავარი დაესწრება, კიევის საპატრიარქოდან – 40 მღვდელმთავარი.

მედია ამ არჩევნებში ფავორიტებად ეპიფანესა და მიქაელს ასახელებს.

უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს.