რომის პაპი: საშობაოდ ღმერთისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთდეკემბერი 20, 2018

საშობაოდ ღმერთისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა – იუწყება ვატიკანის რადიო.

„ნაძვის ხეები, მორთულობები და განათება გვახსენებს, რომ ამ წელსაც იქნება დრესასწაული. სარეკლამო კომპანიები გვთავაზობენ – ახალ-ახალი საჩუქრები გავცვალოთ და ერთმანეთს სიურპრიზები მოვუწყოთ, მაგრამ გეკითხებით: ასეთი დღესასწაული ნებავს უფალს? როგორი შობა, როგორი საჩუქრები და როგორი სიურპრიზები ნებავს მას?“ – იკითხა პონტიფიკოსმა.

„შობას მოაქვს მოულოდნელი ცვლილებები. თუკი ნამდვილად გვსურს, განვიცადოთ შობა, საჭიროა გულის გაღება და სიურპრიზებისადმი მზადყოფნა, ანუ მოულოდნელი ცხვლილებებისთვის ცხოვრებაში. შობის ღამეს ყველაზე დიდი სასწაული ხდება: უზენაესი ხდება ჩვილი. უფლის სიტყვა – ეს არის ბავშვი, რომელსაც არ შეუძლია ერთი სიტყვის წარმოთქმაც. მაცხოვარს ეგებებიან არა ყოვლის შემძლე ხელმწიფეები და უცხო ქვეყნის ელჩები, არამედ უბრალო მწყემსები. ვინ იფიქრებდა, რომ შობა სწორედ ასეთი იქნებოდა?“ – განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, შობის აღნიშვნა ნიშნავს, დედამიწაზე ზეციური სიურპრიზების მიღებას. „შობა გვიხსნის ახალ ერას, რომელშიც ცხოვრებას არ გეგმავენ, რომელშიც ცხოვრობენ უკვე არა საკუთარი თავისთვის, არა თავისი გემოვნებით, არამედ უფლისთვის“ – განაცხადა პაპმა.