25 დეკემბერი პატრიარქ ილია II-ის ინტრონიზაციის დღეადეკემბერი 24, 2018

სრუილიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინტრონიზაციის 41 წლისთავთან დაკავშირებით, სამშაბათს, 25 დეკემბერს, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა ჩატარდება სვეტიცხოველში.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო 47 დელეგატი. კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში.

პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტი დავით V (დევდარიანი) გარდაცვალების შემდეგ დაიკავა, რომელიც 1977 წელს გარდაიცვალა.

1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი).