მეუფე საბა: ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებასდეკემბერი 24, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი საბა 27 დეკემბრისთვის დაგეგმილ წმინდა სინოდის სხდომას ეხმაურება და “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას.

“ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერო შვილებო!
შეუძლებელია არ ხარობდეს შენი გული მილიონობით ადამიანთან ერთად, რომელებიც მოუთმენლად ელოდებიან 6 იანვრის დადგომას, როდესაც საზეიმო ვითარებაში მსოფლიო პატრიარქი-ბართლომეოსი, ახლად არჩეულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს, გადასცემს ,,ტომოსს” ავტოკეფალიის აღიარებას.
გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ვესწრები 27 დეკემბერს დაგეგმილ წმ. სინოდის კრებას. ამიტომ, ვაცხადებ საჯაროდ: ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას და მათი დიდ სიხარულის თანამონაწილობას.
სიყვარულით ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)” – წერს მეუფე საბა.

ცნობლია, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვაც წმინდა სინოდის სხდომაზე ივარაუდება, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას უკავშირდება.