პატრიარქობის 41 წელი – სადღესასწაულო ქადაგებადეკემბერი 25, 2018

სრუილიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინტრონიზაციის 41 წლისთავთან დაკავშირებით, 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა არესრულა.
“ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი” – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.

„41 წელი მძიმე წლები იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენ დახმარებას და ლოცვა-კუთხევას. ლოცვა-კურთხევა ღვთისა თანამავალი იყო ყოველგან, სადაც კი ვიყავი – „წყალობა შენი უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშაა, ღმერთი აძლევს ჯვარს და იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, დიდება და მადლობა ღმერთს“, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მეუფე შიომ მიულოცა და საგანგებო სიტყვით წმინდა სინოდის სახელით მიმართა. მიტროპოლიტმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხდა დიდი სულიერი ღვაწლისთვის.