“ჩემი საშობაო ნატვრა ძმობის სურვილია, თითოეული ერისა და კულტურის ხალხს შორის”დეკემბერი 25, 2018

რომის პაპმა ათასობით მორწმუნეს შობა მიულოცა და მათ ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მიმართვაში „Urbi et Orbi“-ში მორწმუნეებს ძმური ურთიერთობები უსურვა და უკრაინაში, სირიაში, წმინდა მიწაზე და სხვა კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობისკენ მოუწოდა.

„როგორია შობის უნივერსალური გზავნილი? ის, რომ ღმერთი კეთილი მამაა, ხოლო ჩვენ ყველანი- ძმები. ეს ჭეშმარიტება კაცობრიობის ქრისტიანულ ხედვაში დევს. ძმობის გარეშე, რომელიც იესო ქრისტემ მოგვცა, ჩვენი ძალისხმევა უფრო სამართლიანი მსოფლიოსთვის უშედეგო იქნება. ამიტომაც ჩემი საშობაო ნატვრა ძმობის სურვილია, თითოეული ერისა და კულტურის ხალხს შორის“, – განაცხადა რომის პაპმა.

მან ასევე კონფლიქტურ რეგიონებზე ისაუბრა, მათ შორის უკრაინაზე.

„დაე, უფალმა შვება მოუტანოს საყვარელ უკრაინას, რომელიც მიისწრაფვის ნანატრი მშვიდობის აღდგენისკენ“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.