ვენაში ეკლესიაში სროლის შედეგად 15-მდე ადამიანი დაიჭრადეკემბერი 28, 2018

ორი უცნობი პირი ვენაში კათოლიკურ ეკლესიას თავს დაესხა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმები. წინასწარი მონაცემებით, მომხდარი ძარცვას უკავშირდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა თხუთმეტამდე ადამიანი. ისინი ეკლესიის მსახურები არიან.

ადგილზე მივიდნენ ცპეცდანიშნულების ანტიტერორისტული ქვედანაყოფის წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილს ჰაერიდან ვერტმფრენი აკონტროლებს. პოლიცია ტერაქტს გამორიცხავს. ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.