მამა შალვა კეკელია: ღმერთმა შეუნდოს, ძალიან მეცოდებადეკემბერი 30, 2018

დეკანოზი შალვა კეკელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ პოსტის დაწერისგან თავს დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა:

“ამ პოსტის დაწერისგან დიდხანს ვიკავებდი თავს და შევეცდები ძალიან მოკლედ დავწერო…”ადამიანი” რომელიც როლანდ ახალაიას “კარგი შვილების აღმზრდელად და სამშობლოსთვის თავდადებულ” პიროვნებად თვლის და საქართველოს პატრიარქს, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსთან და მის ხალხთან ერთად ჯვარცმას გადიოდა ყოველ დღე და მისი გულისცემა ესმის, მას არ თვლის მწყემს კეთილად, ჩემთვის ამით ყველაფერი ნათქვამია…ღმერთმა შეუნდოს, ძალიან მეცოდება” – წერს მამა შალვა.