საშობაო მსახურება წმ. სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათიდან დაიწყებაიანვარი 6, 2019

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება.

სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ, რის შემდეგაც საშობაო მსახურება დაიწყება.  პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, რომ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების ტაძარში 23:00 საათზე მიბრძანდება.

„მისი უწმინდესობა 23:00 საათზე მიბრძანდება სამებაში, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე და დაიწყება საშობაო მსახურება“, – აღნიშნა მეუფე შიომ.