პატრიარქი: “გასული წელი მძიმე წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის”იანვარი 13, 2019

გასული წელი მძიმე წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. მიუხედავად სიმძიმისა, მან უფალს გასული წლისთვის მადლობა შესწირა.

“დღეს ვაცილებთ ძველ წელს. გასული წელი იყო მძიმე წელი როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის. ღმერთმა ინებოს სიხარულით იყოს აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად სიმძიმისა მაინც მადლობას ვწირავთ უფალს გასული წლისთვის”,- აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა სამადლობელი პარაკლისი აღავლინა.