მეუფე იოსები უკრაინას ტომოსის მიღებას ულოცავსიანვარი 13, 2019

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს სოციალური ქსელით, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები ეხმაურება და მისალოც ტექსტს ეპარქიის “ფეიბსუქის” გვერდზე აქვეყნებს:

“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს” – წერს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.