” ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესია ჩვენს ავტოკეფალიას აღიარებს”იანვარი 13, 2019

უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ეპიფანე იმედოვნებს, რომ უკრაინული მართლმადიდებლობა გაერთიანდება და ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას აღიარებს. ამის შესახებ მან სამადლობელი ლოცვის შემდეგ განაცხადა, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის ტომოსის მიღებასთან დაკავშირებით ვინიცაში ჩაატარა.

„უნდა დავივიწყოთ ადრინდელი წყენა, რათა ახალი ფურცელი გადავშალოთ და დავწეროთ უახლესი ისტორია ერთიანად აღიარებული ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიისა. თუკი ამ მიმართულებით ვიმოძრავებთ, თუკი ამას საფუძვლად დაედება სიყვარული, დავინახავთ, რომ მალე გავერთიანდებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესია ჩვენს ავტოკეფალიას აღიარებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.