15 იანვარს სამღვდელოება და მრევლი პატრიარქისთვის სამადლობელ პარაკლისს გადაიხდისიანვარი 14, 2019

15 იანვარს, 18.00 საათზე სამღვდელოება და მრევლი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდიან. ამის შესახებ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დეკანოზი გიორგი ყიფშიძე წერს:

“სიონის საკათედრო ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება მრევლთან ერთად ვიკრიბებით, რომ საქართველოს პატრიარქს, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეკლესიის და ერის წინაშე, გადავუხადოთ სამადლობელი პარაკლისი. ყველას, ვისაც საშუალება გექნებათ,
შევიკრიბოთ სიონის ტაძარში. 15 იანვარი 2019” – წერს მამა გიორგი ყიფშიძე.