მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებული ავტოკეფალიის ტომოსი გამოაქვეყნაიანვარი 15, 2019

მსოფლიო საპატრიარქომ 14 იანვარს უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებული ავტოკეფალიის ტომოსი გამოაქვეყნა, რომელიც ბერძნულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზეა.
“ამ საპატრიარქო და სინოდალური ტომოსით ჩვენ ვაღიარებთ და ვცნობთ უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში დადგენილ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩვენ სულიერ შვილობილად და მოვუწოდებთ ყველა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, აღიარონ საკუთარ დად და მოიხსენონ შემდეგი სახელით “უკრაინის უწმინდესი ეკლესია”, რომელსაც გააჩნია კათედრად ისტორიული ქალაქი კიევი, არ შეუძლია ეპისკოპოსების დადგინება ან მრევლის დაარსება სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ, უკვე არსებულნი კი ამიერიდან ემორჩილებიან მოსფლიო საპატრიარქოს, რომელსაც გააჩნია კანონიკური უფლებამოსილებანი დიასპორაში, რადგან ამ ეკლესიის იურისდიქცია შემოიფარგლება უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიით” – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც ცნობილია, მოსფლიო პატრიარქმა ბართლომემ 5 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსს ხელი მოაწერა, ხოლო უკრაინის ეკლესიის მეთაურს ეპიფანეს ის 6 იანვარს ოფიციალურად გადაეცა.

წყარო: “lb.ua”