“უკრაინის საკითხზე საჩქარო არაფერია”იანვარი 15, 2019

​საქართველოს ეკლესია იერარქიულად არის მეექვსე და უპრიანია, უკრაინის საკითხებზე ჯერ სხვა ეკლესიებმა გამოთქვან პოზიცია​, – ამის შესახებ დეკანოზმა ბიძინა გუნიამ განაცხადა.

მას არ აქვს ინფორმაცია, შედგა თუ არა კონსულტაცია საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე. მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიუღებელია.

„ხელისუფლებაზე ვერაფერს მოგახსენებთ. წმინდა სინოდი ამ თემაზე მუშაობს. საქართველოს ეკლესია იერარქიულად არის მეექვსე და უპრიანია, ამ საკითხებზე ჯერ ალექსანდრიის, იერუსალიმის, ანტიოქიის ეკლესიებმა გამოთქვან თავისი პოზიცია. საჩქარო აქ არაფერია. პოლიტიკური ბატალიების ჭრილში ამ საკითხის განხილვა ყოვლად წარმოუდგენელია, ეს არის სუფთა საეკლესიო საკითხი და დარწმუნებული ვარ მართლმადიდებლური სამყარო ამას გადაწყვეტს. მე მიმაჩნია, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ არის ცუდი, ქრისტიანობაში ეს ყოველთვის მისაღები იყო, უბრალოდ ეს უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. მე მივესალმები, რომ საქართველოში არსებობს განსხვავებული აზრი, ყველა ადამიანს აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება, მათ შორის, სასულიერო პირებს“, – განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.

1tv.ge