უკრაინის ეკლესიის მეთაური – უკრაინის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ ემორჩილებაიანვარი 18, 2019

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ ემორჩილება. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიან“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ეპიფანემ ჩერკასში ყოფნისას განაცხადა.

„ჩვენ ვიშრომებთ, რომ ყველა მართლმადიდებელი კიევის ტახტის ირგვლივ გავაერთიანოთ, ჩვენი სულიერი ცენტრის – დედაქალაქ კიევის ირგვლივ“ – განაცხადა მან.

მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებით, უკრაინისთვის მინიჭებული ტომოსი აჩვენებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ნამდვილი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა.

„ის ჩვენი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამბობენ, რომ არ გაგვაჩნია ნამდვილი ავტოკეფალია, რომ ვექვემდებარებით კონსტანტინეპოლს – ეს სიცრუეა. ეს დოკუმენტი – ტრომოსი – მკაფიოდ ადასტურებს, რომ ვართ დამოუკიდებელი, ავტოკეფალური უკრაინის უწმინდესი ეკლესია. ტომოსის თანახმად, ვიკავებთ მე-15 საპატიო ადგილს სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის“ – განაცხადა კიევის მიტროპოლიტმა.