პატრიარქი: დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებსიანვარი 20, 2019

პატრიარქი მრევლს სთხოვს, 16 იანვარს, დიდ დიღომში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულები ლოცვებში მოიხსენიონ.
ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ქაშვეთში სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.

“დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები”, – ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.