გატაცებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს – რადიო თავისუფლებათებერვალი 5, 2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნიქოზის ტაძრის დეკანოზი დავით დურგლიშვილი გაათავისუფლა. მისი გათავისუფლების ფაქტი “რადიო თავისუფლებას” დაუდასტურა გორის მერის წარმომადგენელმა ვერხვების დასახლებაში მზია მეტრეველმა.

დეკანოზი დავით დურგლიშვილი გორის ამ უბანში მდებარე დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ორმა შეიარაღებულმა წარმომადგენელმა სასულიერო პირი 4 თებერვალს, სოფელ ნიქოზთან დააკავა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. დაკავების დროს დეკანოზი დავით დურგლიშვილი მიწას ამუშავებდა.